ინფორმაცია როდოსის კოლოსზე

 როდოსის კოლოსი — შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი. მზის ღმერთის — ჰელიოსის უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც იდგა კუნძულ როდოსზე. როდოსელთა რწმენით ჰელიოსი ქალაქს მფარველობდა და ბერძნებს მტერთან ბრძოლაში ეხმარებოდა. როდოსის კოლოსი აგებულია ძვ. წ. III საუკუნეში.
ჰელიოსის ქანდაკება თეთრი მარმარილოს კვარცხლბეკზე იდგა. მას გვირგვინით შემკობილი ახალგაზრდა ჭაბუკის სახე ჰქონდა. მისი სიმაღლე 37 მეტრი იყო. ძვ. წ. 227 წელს კუნძულ როდოსზე მიწისძვრა მოხდა, რომელმაც როდოსის კოლოსი მთლიანად დაანგრია. არ არის შემორჩენილი მისი მცირე ნაწილიც კი.
  ქანდაკების დამზადება დაავალეს ალექსანდრე მაკედონელის სამეფო კარის მოქანდაკის მოწაფეს — ქარესს. ქარესი როდოსის მკვიდრი იყო, ქ. ლინდიდან. მისი სახელგანთქმული მასწავლებელი, მრავალი უკვდავი ქმნილების ავტორი, დიდოსტატი — ლისი პი. ძველ საბერძნეთში დიდი მოწონებით სარგებლობდა მისი ნამუშევარი, ათლეტის ქანდაკება. ლისი პმა სწორად და ცოცხლად გამოკვეთა ათლეტის სახე, ჭაბუკი მძლეოსნისა, რომელიც ჭიდაობის შემდეგ ტანს იწმენდს მტვრისაგან. ლისი პის საყვარელი გმირი იყო ჰერკულესი.
ლისი პის ქანდაკებათა მარმარილოს ასლები დღემდეა შემონახული, მაგრამ მოქანდაკის საყვარელი მასალა იყო ბრინჯაო. ბრინჯაოსაგან შექმნა მან ზევსის გიგანტური ფიგურა, რომელიც ძველ იტალიურ ქ. ტარენტში ინახებოდა. შორს გაითქვეს სახელი აგრეთვე ალექსანდრე მაკედონელის ბრინჯაოს სკულპტურულმა პორტრეტებმა.

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen